მიწისქვეშა კომუნიკაციების აღმოჩენა
მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის აღმოჩენა, კარტოგრაფირება და დოკუმენტირება
Leica Geosystems-ის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები, განისაზღვროს მათი სავარაუდო მდებარეობა და მომზადდეს შესაბამისი სივრცითი დოკუმენტაცია.
კონკრეტული ამოცანის მიხედვით გამოიყენება ელექტრომაგნიტური ლოკატორები, გეორადარები, GNSS ტექნოლოგიები და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა რეგისტრაციისა და დამუშავებისთვის.
გამოყენების ძირითადი მიმართულებები
მიწისქვეშა მილსადენების აღმოჩენა
ელექტრო და საკომუნიკაციო კაბელების ძიება
უცნობი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამოკვლევა
აღმოჩენილი კომუნიკაციების კარტოგრაფირება
მიწის სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიის გამოკვლევა
არსებული საინჟინრო ქსელების დოკუმენტირება
გამოყენებული ტექნოლოგიები
თქვენი პროექტისთვის
გამოკვლევის მეთოდი და აღჭურვილობა შეირჩევა კომუნიკაციების ტიპის, მასალის, განლაგების სიღრმისა და კონკრეტული ობიექტის პირობების გათვალისწინებით. ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი ტექნოლოგიის შერჩევაში, აღჭურვილობის დემონსტრირებასა და მიწისქვეშა კომუნიკაციების აღმოჩენისა და დოკუმენტირების სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.