მონიტორინგი
საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მაღალი სიზუსტის მონიტორინგი
Leica Geosystems-ის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს საინჟინრო ობიექტების გადაადგილებებისა და დეფორმაციების პერიოდულ ან სრულად ავტომატიზებულ კონტროლს.
მაღალი სიზუსტის ტაქეომეტრები, GNSS მიმღებები, ციფრული ნიველირები და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებელია გაერთიანდეს გეოტექნიკურ და სხვა ტიპის სენსორებთან მონიტორინგის ერთიან სისტემაში.
გამოყენების ძირითადი მიმართულებები
კაშხლები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები
ხიდები
შენობები და საინჟინრო კონსტრუქციები
გვირაბები
ფერდობები და მეწყერსაშიში ტერიტორიები
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
სამშენებლო სამუშაოების გავლენის ზონაში არსებული ობიექტები
გამოყენებული ტექნოლოგიები
თქვენი პროექტისთვის
მონიტორინგის სისტემა პროექტირდება კონკრეტული ობიექტის თავისებურებების, საჭირო სიზუსტის, გაზომვების სიხშირისა და ავტომატიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენ დაგეხმარებით მონიტორინგის კონცეფციის შემუშავებაში, აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევაში, სისტემის ინსტალაციასა და გამართვაში, ასევე პერსონალის მომზადებაში.