გეოდეზია და ტოპოგრაფია
ზუსტი გაზომვები პროფესიული გეოდეზიური სამუშაოებისთვის
Leica Geosystems-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მოიცავს გეოდეზიური სამუშაოების სრულ ციკლს — საველე გაზომვებიდან მონაცემთა დამუშავებამდე, ანალიზამდე და საბოლოო შედეგების მომზადებამდე.
GNSS მიმღებები, ელექტრონული და რობოტიზებული ტაქეომეტრები, ციფრული ნიველირები, საველე კონტროლერები და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა შეირჩეს ოპტიმალური ტექნოლოგია კონკრეტული ამოცანისა და სიზუსტის მოთხოვნების შესაბამისად.
გამოყენების ძირითადი მიმართულებები
ტოპოგრაფიული აგეგმვა
საკადასტრო სამუშაოები
საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები
პროექტის დაკვალვა
მაღალი სიზუსტის ნიველირება
საშემსრულებლო აგეგმვა
გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნა და განვითარება
გამოყენებული ტექნოლოგიები
თქვენი პროექტისთვის
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შესაბამისი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევაში, ასევე სამუშაოების შესრულების ოპტიმალური მეთოდოლოგიის განსაზღვრაში.