TECHNOS
01 / LEICA GEOSYSTEMS

Leica Geosystems — ტექნიკური სერვისი

პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერა თქვენი გეოდეზიური აღჭურვილობის საიმედო და ზუსტი მუშაობისთვის

Leica Geosystems — ტექნიკური სერვისი
02 / ABOUT SERVICE

Leica Geosystems-ის გეოდეზიური ხელსაწყოების მაღალი სიზუსტისა და საიმედოობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული ტექნიკური მომსახურება, პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური შეკეთება.

როგორც Leica Geosystems-ის ადგილობრივი დისტრიბუტორი საქართველოში, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას, ხელსაწყოების დიაგნოსტიკისა და მომსახურების ორგანიზებას, ასევე მწარმოებლის სპეციალიზებულ სერვისცენტრებთან თანამშრომლობას.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ თქვენი აღჭურვილობის გამართული მუშაობა, შევამციროთ ტექნიკური შეფერხებები და ხელი შევუწყოთ ხელსაწყოების ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

03 / SERVICE

ჩვენი მომსახურება

ტექნიკური დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური მომსახურება

გეოდეზიური ხელსაწყოების რეგულარული ტექნიკური შემოწმება ხელს უწყობს შესაძლო გაუმართაობების დროულ გამოვლენას და გაზომვების სიზუსტის შენარჩუნებას.

მომსახურება მოიცავს:

  • 01ხელსაწყოების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას;
  • 02ძირითადი ფუნქციებისა და გაზომვის სისტემების დიაგნოსტიკას;
  • 03გაზომვის სიზუსტის კონტროლს;
  • 04ხელსაწყოების რეგულირებას, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში;
  • 05პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობის მიკროპროგრამის (Firmware) მდგომარეობის შემოწმებას;
  • 06შემდგომი მომსახურების შესახებ რეკომენდაციების მომზადებას.

პროფილაქტიკური მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში მომუშავე გეოდეზიური ხელსაწყოებისთვის.

04 / REPAIR

ხელსაწყოების შეკეთება

ვუზრუნველყოფთ Leica Geosystems-ის აღჭურვილობის გაუმართაობის დიაგნოსტიკას, შეკეთებას.

მომსახურება ვრცელდება როგორც სტანდარტულ ტექნიკურ გაუმართაობებზე, ისე უფრო რთულ შემთხვევებზე, (მაგ. ინსტრუმენტის დავარდნა/დამტვრევა).

საჭიროების შემთხვევაში ხელსაწყო იგზავნება Leica Geosystems-ის შესაბამის სერვისცენტრში, სადაც შესაძლებელია კომპლექსური დიაგნოსტიკის, დაზიანებული კომპონენტების შეცვლისა და ხელსაწყოს აღდგენის სამუშაოების ჩატარება.

05 / SOFTWARE

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

თანამედროვე გეოდეზიური აღჭურვილობის ეფექტიანი მუშაობა დამოკიდებულია როგორც აპარატურულ, ისე პროგრამულ კომპონენტებზე.

ჩვენ ვთავაზობთ ტექნიკურ მომსახურებას Leica Geosystems-ის ხელსაწყოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პროცესში.

მომსახურება შეიძლება მოიცავდეს:

  • 01ხელსაწყოების Firmware-ის განახლებას;
  • 02არსებული პროგრამული ვერსიების შემოწმებას;
  • 03პროგრამული ფუნქციების კონფიგურაციას;
  • 04ხელსაწყოებისა და საველე კონტროლერების ურთიერთთავსებადობის შემოწმებას;
  • 05პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკასა და აღმოფხვრაში დახმარებას.

განახლების შესაძლებლობა დამოკიდებულია ხელსაწყოს მოდელზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მოქმედ სალიცენზიო პირობებზე.

06 / MAINTENANCE

რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ტექნიკური მომსახურება?

პროფესიონალური გეოდეზიური აღჭურვილობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას. მისი რეგულარული ტექნიკური შემოწმება და დროული მომსახურება ხელს უწყობს:

  • 01გაზომვების სიზუსტისა და საიმედოობის შენარჩუნებას;
  • 02მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობების რისკის შემცირებას;
  • 03სამუშაო პროცესის შეფერხებების მინიმიზაციას;
  • 04აღჭურვილობის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას;
  • 05ხელსაწყოს შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას.
07 / CONTACT

დაგვიკავშირდით ტექნიკური მომსახურებისთვის

თუ თქვენი Leica Geosystems-ის ხელსაწყო საჭიროებს დიაგნოსტიკას, ტექნიკურ შემოწმებას, შეკეთებას ან კალიბრაციას, დაგვიკავშირდით.

ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის შეფასებაში, შესაბამისი მომსახურების შერჩევასა და საჭირო სამუშაოების ორგანიზებაში.